Saturday, March 19, 2011

,,პიანისტი მედეა ფანიაშვილი”

1. პროექტის სახელწოდება: ,,პიანისტი მედეა ფანიაშვილი”
2. პროექტის მთავერი იდეა: მუსიკალურ სამყაროს ჰყავდა კლასიკური მუსიკის ღირსეული წარმომადგენელი, პიანისტი, პედაგოგი, ქალბატონი მედეა ფანიაშვილი. მნიშვნელოვანია მისი საქმიანობა და ღვაწლი. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, ცნობილი პიანისტი. ის იყო ქალი, რომელსაც ერთგულება შეეძლო, საქართველოს ტკივილი სტკიოდა და სიხარული უხაროდა.   
3.Pproeqtis aqtualoba: პროექტი აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები გაეცნობიან პიანისტ მედეა ფანიაშვილის შემოქმედებას. მოისმენენ მის შესრულებულ ნაწარმოებებს, განასხვავებენ მუსიკალური საკრავების ხმებს ერთმანეთისაგან.  ბავშვები გაიგებენ რომ, ქალბატონი მედეა წარმოშობით იყო რუისელი, მისი მამა და წინაპრები რუისის მკვიდრნი იყვნენ. რუისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კი მათი საგვარეულო(ფანიაშვილების) ეკლესიაა. ასევე გაიგებენ და შეისწავლიან სოფლის(რუისის) ისტორიას, იმ წარსულს რომელიც მძიმე ტვირთად აწევს სოფელს და მის მოსახლეობას. რუისს დღესაც სტკივა ის ტკივილი რაც მემკვიდრეობით გვერგო, ის ცოდვა, რაც იმ არაკაცებმა ჩაიდინეს და უდანაშაულო ქალები და ბავშვები შეიწირეს. მართალია, შვილები მამების დანაშაულზე არ აგებენ პასუხს, მაგრამ მათ ის მაინც უნდა იცოდნენ, სად შეეშალათ მამებს და როგორ გამოასწორონ მათი დანაშაული, რა უნდა ეამაყებოდეთ და რას უნდა ნანობდნენ.         
ტრაგედიის ადგილზე აშენებული ნიში


P4. პროექტის  მიზნები: პროექტის მიზანია ბავშვების მიერ ისეთი ადამიანების მოძიება და გასაუბრება რომლებიც კარგად იცნობდნენ რუისელ ფანიაშვილებს. Mმოსწავლეები აიღებენ ინტერვიუს უბანში მცხოვრებ უხუცესი ადამიანებისაგან, შეეცდებიან მეტი გაიგონ იმ ტრაგედიის  გამო რომელსაც შეეწირა რუისელი ფანიაშვილების გვარი. მოსწავლეები შეძლებენ ამ გვარის ერთადერთი გადარჩენილი შთამომავლის სახელის გაგებას. Mმისი წარმატებები ბავშვებს გზამკვლევად და მაგალითის მიმცემად გამოადგებათ ცხოვრებაში. Aასევე გამოიკვლევენ საკუთარი (რუისის)  საცხოვრებელი ადგილის ისტორიას, რითაც განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები და გააცნობიერებენ ადგილობრივი ისტორიის მნიშვნელობას აწმყოსათვის.
5. მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი, მე-9 მე-11 კლასები.
6. ვადები/ხანგრძლივობა: მარტი - ივნისი 2011.
7.Mმოსალოდნელი შედეგები:
ფანიაშვილების საგვერეულო ეკლესია 
ბავშვები გაეცნობიან და შეისწავლიან რუისის ისტორიას. Gგაიგებენ იმ ტრაგედიის მიზეზს, რომელიც დღესაც მძიმედ აწევს რუისის მკვიდრ მოსახლეობას. ტრაგედიის რომელიც 1924 წელს მოხდა და ამ ტრაგედიას 96 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოიძიებენ მოსწავლეები იმ ფოტო მასალას რომელიც საჭიროა პროექტისატვის, გადაიღებენ სურათებს და მომზადებულ მასალებს განათავსებენ ბლოგზე, დაბეჭდავენ ბუკლეტებს, მოაწყობენ პრეზენტაციას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
9. პროექტის მსვლელობა: სოფლის უხუცესებთან შეხვედრა, ინტერვიუს აღება, დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალაზე, სურათების გადაღება, სტენდებისა და ფოტოალბომების შექმნა, Mმასალების განთავსება ბლოგზე.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში: ისტორიაში, გეოგრაფიაში, მუსიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ისტ.
11. Pპროექტის ხელმძრვანელი: ეკა მღებრიშვილი.
12.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: e.mgebrishvili.@gmail.com
13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი. http://emgebrishvili.blogspot.com